ნიადაგი მნიშვნელოვანია!...

ნიადაგი არსებითად არაგანახლებადი რესურსია და წარმოადგენს ძალიან დინამიურ სისტემს. ის ადამიანებისა  და ეკოსისტემებისთვის ბევრ სასიცოცხლოდ მნიშვნელობან ფუნქციას ასრულებს....

ნიადაგი საჭიროა საკვების პროდუქტების მოსაყვანად. ხეები, ბუჩქები და სხვა მცენარეების უმეტესობა დამოკიდებულია ნიადაგის შემადგენლობაში შემავალ საკვებ ნივთიერებებზე და წყალზე. თავის მხრივ, ეს მცენარეები გამოიმუშავებენ ჟანგბადს და შთანთქავენ ნახშირორჟანგს....

ნიადაგი ფილტრავს წვიმის წყალს, რის შედეგადაც გამომუშავდება სასმელი წყალი. განსაკუთრებით, ტყის ნიადაგში ადგილი აქვს დიდი რაოდენობით წყლის აბსორბციას და შენახვას. ასე ხდება დატბორვის პრევენცია  და იქმნება წყლის მარაგები წელიწადის მშრალი  პერიოდებისთვის. ნიადაგი მრავალი ცოცხალი მცენარისა და ცხოველის ჰაბიტატია. ერთ მუჭა ნიადაგში უფრო მეტი მიკროორგანიზმია, ვიდრე ადამიანები დედამიწაზე....

ნიადაგი ახდენს დამაბინძურებელი ნივთიერებების ფილტრაციას, რითაც იცავს მიწისქვეშა წყლებს დაბინძურებისგან. ეს უკანასკნელი კი წარმადგენს ჩვენი სასმელი წყლის  წყაროს....

ტყის მცენარეები ნიადაგს უნარჩუნებენ ტენიანობას და იცავენ მას ეროზიისგან....
 

 

2

როგორ წარმოიქმნება ნიადაგი?

ბუნებრივი მოვლენების შედეგად ქვები და მთის ქანები იშლებიან მცირე ზომის  ნაწილებად. ყინვის, სიცხის, წყლისა და ქარის ზემოქმედების შედეგად მიმდინარე დაშლის პროცესს ეროზოა ეწოდება. თავდაპირველად ზედაპირზე წარმოიქმნება მცირე ზომის ბზარები, რომლებშიც პირველი მცენარეები იწყებენ განვითარებას. აქ საქმეში მათი ფესვებიც ერთვებიან. შემდეგ, როდესაც ისინი ხმებიან, მათი ნარჩენებისგან პატარა ორგანიზმების დახმარებით წარმოიქმნება ჰუმუსის თხელი ფენა. ეს უკანასკნელი შედგომში კიდევ უფრო მეტი რაოდენობის და, დროთა განმავლობაში, უფრო დიდი ზომის მცენარეების განვითრებას უწყობს ხელს. ამ პროცესის შედეგად ქანები უფრო და უფრო წვრილ ნაწილებად იშლებიან და წარმოიქმნება ნიადაგის შრე....
 

3

ფოთლებიდან ნეშომპალამდე

ტყის საფარი წარმოადგენს ნეშომპალის და მინერალური ნიადაგის კომბინაციას. ფოთლებს დაშლის პროცესში მონაწილეობენ  ბაქტერიები, სოკოები და სხვა მრავალი ცოცხალი არსებები, როგორიცაა ტკიპები, ფარულყბიანების სხვადასხვა სახეობა, მატლები, ტოლფეხიანები, მრავალფეხები და ჭიაყელები. ამ გზით ფოთლები გარდაიქმნებიან ნეშომპალად. ბუნებაში, როგორც ასეთი, ნარჩენები არ არსებობს.  შემოდგომაზე ხეებიდან ჩამოცვენილი ფოთლები წარმოადგენენ საკვების წყაროს მიკროორგანიზმებისთვის. ნიადაგის ეს ორგანიზმები დგანან კვებითი ჯაჭვის ბოლო საფეხურზე. მათ გარეშე კვებითი ჯაჭვი ვერ იფუნქციონირებდა და მცენეების შემდგომი ზრდა-განვითარება შეუძლებელი იქნებოდა....
 

4

ნიადაგი და კლიმატი

კლიმატის ცვლილების მთავარი მიზეზი არის ნახშირორჟანგის (CO2) მომატებული რაოდენობა ჰაერში – ჯანსაღი ნიადაგი კი ინახავს დიდი რაოდენობით  ნახშირორჟანგს და შედეგად ათავისუფლებს ატმოსფეროს მისი ზედმეტი რაოდენობისგან....
 

5

ნახშირორჟანგის ციკლი ნიადაგში

ნახშირორჟანგი ნიადაგში ხვდება ორი გზით. პირველი გზაა მცენარეებში ფოტოსინთეზის პროცესის მეშვეობით. მცენარეები შთანთქავენ ნახშირორჟანგს ჰაერიდან და მის ნაწილს ათავისუფლებენ ნიადაგში ფესვების მეშვეობით. მეორე, და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ნახშირბადოვანი (ორგანული) მასალების მეშვეობით (მაგ. ფოთლები და ტოტები), რომლებიც ცვივიან მიწაზე და გარდაიქმნებიან ნეშომპალად. ეს უკანასკნელი შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს.  ნეშომპალა მიკროორგანიზმების ზემოქმედების შედეგად ძალიან  ნელა იშლება....
 

6

ჯანსაღი ნიადაგი, კარგი საცავი

ნიადაგში ჰუმუსის კარგი შემცველობა უზრუნველყოფს მეტი რაოდენობის ნახშირორჟანგის აკუმულაციას. ამას ხელს უწყობს თანამედროვე მდგრადი კულტივირების ტექნიკა და მეთოდები, რომელიც ამცირებენ ნიადაგის დამუშევების ინტენსივობას სოფლის მეურნეობაში. ტენიანი ტორფიანი ნიადაგები წარმოადგენენ ნახშირორჟანგის იდეალურ საცავებს (ბუნებრივ საწყობებს), რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში.  გარდა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა, ზემოთ აღნიშნული კიდევ ერთი მიზეზია, თუ რატომ უნდა შევინარჩუნოთ ჭაობიანი ადგილები....
 

7

ჭიაყელების მნიშვნელობა

როცა საქმე ნიადაგის ნაყოფიერებას ეხება, ჭიაყელების ფაქტორი მნიშვნელოვანია.  გვირაბები (ბიოფორები), რომლებსაც ისინი ტოვებენ, უზრუნველყოფენ ნიადაგის აერაციას. შედეგად იქმნება მეტი სივრცე მცენარეების ფესვებისა და წვიმის წყლისთვის. ასე რომ, ჭიაყელები აუმჯობესებენ ნიადაგის მახასიათებლებს....

Geo|Eng
http: img stick.