ბუნებრივი სასუქი, რომელიც ნიადაგს ჟანგბადით ამდიდრებს და მცენარის ფესვებს აძლიერებს

ყველას ვისაც სახლში მცენარეები, ან თუნდაც ერთი მცენარე აქვს, იცის, რომ ადრე თუ გვიან დგება მომენტი, როდესაც ის წყვეტს ყვავილობას და ზრდას. მაგრამ, ზრდა-განვითარებაში შეფერხება, ყველაზე დიდი საშინელება არ არის, რადგან ისეც ხდება, რომ მცენარე იღუპება კიდეც.

რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა დაადგინოთ, აქვს თუ არა მას პრობლემა (პარაზიტები, დაავადება). თუ ყველაფერი რიგზეა, მაშინ ცხადი ხდება, რომ ის საკვები ნივთიერებების დეფიციტს განიცდის.

ქოთნის მცენარეებისთვის ისევე საჭიროა სასუქი, როგორც ბაღის და ბოსტნის კულტურებისთვის. სახლის პირობებში, ამ პრობლემის მოგვარება წყალბადის ზეჟანგით ე. წ. პერეკისით შეიძლება. მისი საშუალებით მცენარისთვის, ფაქტიურად, ახალი სიცოცხლის მინიჭება არის შესაძლებელი. წყალბადის ზეჟანგი მცენარისთვის საჭირო მიკროელემენტებს შეიცავს და მისი გამოყენების შემდეგ, ის ახალი ძალებით დაიწყებს ყვავილობას.

«პერეკისი» ანუ წყალბადის ზეჟანგი (H2O2) მცენარესთვის არა მარტო სასუქი, პესტიციდი და ფუნგიციდიც არის. გარდა ამისა, ის ნიადაგს ჟანგბადით ამდიდრებს, ფესვთა სისტემას აძლიერებს და მცენარის ზრდას უწყობს ხელს.

ახლა კი იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს წყალბადის ზეჟანგი: ისევე, როგორც წყალი, ეს ნივთიერება ჟანგბადის და წყბადისგან შედგება, მაგრამ მის მოლეკულას ერთი დამატებითი ჟანგბადის ატომიც აქვს. H2O2 არასტაბილური მოლეკულაა და ის მაშინვე კარგავს ჟანგბადის 1 ატომს, როგორც კი ნიადაგში ხვდება. თავისუფალი ჟანგბადი გამანადგურებელ დარტყმას აყენებს ნიადაგში არსებულ მავნებლებს და სოკოებს. გარდა ამისა, ის ნიადაგში აერატორის ფუნქციასაც ასრულებს.

 

წყალბადის ზეჟანგი, როგორც სასუქი

ჩვეულებრივ, მცენარეებს ონკანიდან აღებული ნადგომი წყლით ვრწყავთ, მაგრამ ყველა მცენარეს და მათ შორის, ოთახის მცენარეებსაც, ძალიან უყვართ წვიმის წყალი. ის ყველა მცენარეს ესაჭიროება ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის. სწორედ პერეკისის დახმარებით არის შესაძლებელი ონკანის წყლით, წვიმის წყლის ეფექტის მიღება და ამისთვის, 1 ლ. წყალში 2 ს. კ. 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი უნდა გავხსნათ.

ასეთი ხსნარით მცენარის მორწყვა კვირაში ერთხელ შეიძლება. ხსნარი შეგიძლიათ ფოთლებზე მისასხურებლადაც გამოიყენოთ.

წყალბადის ზეჟანგთან ერთად, სხვა სასუქის დამატება საჭირო არ არის, რადგან ის ყველა საჭირო მიკროელემენტს შეიცავს.

გარდა ამისა, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, წყალბადის ზეჟანგი მცენარის ფესვებს ყველანაირი მავნებლებისგან იცავს, რადგან მიწაში გაბნეული თავისუფალი ჟანგბადი ფესვის მკვდარ უჯრედებს «შთანთქავს» და პათოგენურ ბაქტერიებს გამრავლების და გავრცელების საშუალებას არ აძლევს ანუ ფესვებს ლპობისგან იცავს.

წყალბადის ზეჟანგით მომზადებული სასუქი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შემადგენლობის მიხედვით, მაქსიმალურად არის დაახლოებული წვიმის წყალთან და ამიტომ, 1-2 მორწყვის შემდეგ, დაინახავთ თუ როგორ შეიცვლება თქვენი მცენარე.

ბაღის და აივნის მცენარეების პროფილაქტიკისთვის

პერეკისის გამოყენებით შესაძლებელია შესაწამლი ხსნარის მომზადება ღია გრუნტის მცენარეებისთვის. ამისთვის ერთმანეთს უნდა შეურიოთ:

  • 50 მლ. 3% წყალბადის ზეჟანგი
  • 2 ს. კ. სამედიცინო სპირტი
  • 3 წვეთი ჭურჭლის სარეცხი საშუალება
  • 900 მლ. წყალი

ხსნარის გამოყენება კვირაში ერთხელ შეიძლება და ის მომზადებისთანავე უნდა გამოიყენოთ (შენახვა არ შეიძლება): ჩაასხით პულვილიზატორში და მიასხურეთ მცენარეს მიწის ზედა ნაწილზე. ხოლო ძირში, ისევე როგორც ოთახის მცენარეებს, ზემოთ მოცემული რეცეპტით მომზადებული (2 ს.კ. პერეკისი/1ლ. წყალი) სასუქი დაუსხით.

წყალბადის ზეჟანგი მხოლოდ სასუქად კი არა, საერთოდ, ფართოდ გამოიყენება მეყვავილეობაში.

* მცენარის თესლს, დათესვის წინ თუ წყალნადის ზეჟანგიან ხსნარში დაალბობთ, ის უფრო კარგად გაიზრდება. ისევე, როგორც მცენარეების შემთხვევაში, ხსნარი დეზიმფექციას უკეთებს თესლს და სწრაფად ზრდის სტიმულს აძლევს.

ჩვეულებრივ, თესლს 12 სთ-ით ალბობენ, მაგრამ თუ საქმე მცენარესთან გვაქვს, რომელსაც ზრდასთან დაკავშირებით ბუნებრივი სირთულეები აქვს, მაშინ – 24 სთ-ით ჩალბობა არის საჭირო;

* აღნიშნული სასუქის გამოყენება ასევე კარგია ნერგების და ჩითილების შემთხვევაში;

Geo|Eng
http: img stick.