საოცარი და მშვენიერი, ნატიფი და ელეგანტური – ყველა ეს ეპითეტი ჰორტენზიას იდეალურად ერგება. ეს ბუჩქი თავისი სხვადასხვა, პასტელის ფერების არაჩვეულებრივი შეფერილობებით აუცილებლად გაალამაზებს ნებისმიერ ეზოს თუ სახლს.
შევეცდებით უფრო მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ ამ მართლაც უმშვენიერესი ყვავილის შესახებ, გირჩევთ, როგორ უნდა მოუაროთ მათ.
დავიწყოთ ამ ყვავილის სახელწოდებოთ - ჰორტენზია. არსებობს ვერსია, რომ ეს სახელი ყვავილს ფრანგი არისტოკრატის, შარლ ანრის დის პატივსაცემად დაარქვეს, რომელსაც ჰორტენზია ერქვა. ეს ვერსია არ არის მოკლებული ობიექტურობას, რადგან ყვავილი ჰორტენზია, რომელიც თავდაპირველად იაპონიაში მოჰყავდათ, ევროპაში სწორედ საფრანგეთიდან მოხვდა.
სხვათა შორის, იაპონიაში ჰორტენზიას აჯისაის უწოდებენ, რაც თარგმანში მზის იასამნისფერ ყვავილს ნიშნავს. ყვავილს Hydrange-საც უწოდოებენ, რაც ძველბერძნულად წყლით სავსე ჭურჭელს ნიშნავს. ეს სახელწოდება ჰორტენზიას შემთხვევით არ მიუღია, მას ძალიან უყვარს ბევრი წყალი.
დღესდღეობით ამ მცენარის 80-მდე სახეობა არსებობს, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობით 4 სახეობა გამოირჩევა. ყველაზე ხშირად ფართოფოთლებიან ჰორტენზიას ვხვდებით. ეს კონკრეტული სახეობა არსებობს თეთრი ან ვარდისფერი ფერის. თუ თქვენ სხვა ფერის მცენარე გსურთ, მაგალითად იასამნისფერი, ყვითელი, იისფერი, მაშინ ნიადაგს მჟავიანობა უნდა შეუცვალოთ.
იმისათვის, რომ ჰორტენზიამ კარგად იყვავილოს, ის ჩრდილში უნდა დარგათ, აქ ნიადაგი შედარებით ნელა შრება. გრუნტი უნდა ჰქონდეს მჟავე ან მსუბუქად მჟავე. ძალიან უხდება კომპლექსური სასუქი.
თუ თქვენ ჰორტენზიების ბაღის გაშენებას აპირებთ, მაშინ ბუჩქები ერთმანეთისგან 1,5-2 მეტრის მოშორებით უნდა დარგათ. როდესაც ბუჩქები გაიზრდებიან, ზომიერად შეავსებენ სიცარიელეს და ძალიან ლამაზი სანახავები გახდებიან.
რაც შეეხება მორწყვას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ყვავილების ნიადაგი მუდამ სველი უნდა იყოს. მოსარწყავად იდეალურია ნადგომი წყლის გამოყენება. წყალში პერიოდულად შეგიძლიათ დაამატოთ ლიმნის წვენი ამ მარგანეცის სუსტი ხსნარი. გაითვალისწონეთ იმ ფაქტორიც, რომ უნდა მორწყათ მხოლოდ მიწა, ზედაპირული მორწყვა ამ ყვავილს არ უყვარს, მის ფოთლებსა და ღეროებს არ უნდა შეეხოთ.
ჰორტენზიის გაკრეჭა წელიწადში ორჯერ არის საჭირო, ოქტომბრის ბოლოსა და გაზაფხულზე.
თავდაპირველად ჰორტენზიებს მხოლოდ სახლის პირობებში ახარებდნენ, თუმცა, სელექციონერების დამსახურების წყალობით, მე-20 საუკუნის 30-იან წლებში გამოჩდა ყინვაგამძლე ჯიშებიც, რაც იძლევა იმის შესძლებლობას, რომ ჰორტენზია შეიძლება გაახაროთ ღია გრუნტშიც.
ქოთნის ჰორტენზია წელიწადში ორჯერ გადარგვას საჭიროებს. ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ მის მორწყვას. წყლის ნაკლებობის შემთხვევაში ჰორტენზიას ყვავილები გაყავისფერდებიან. ასევე უნდა მოარიდოთ ეს ყვავილი მზის პირდაპირ სხივებს.